სპარ/ვაკის კონცეფცია ეფუძნება ორი ძლიერი ბრენდის სინერგიას: SPAR-ის საერთაშორისო გამოცდილებას სწრაფი და მოხერხებული ვაჭრობის სფეროში და „ვაკის“ უპირობო რეპუტაციას ხარისხიანი ხორცპროდუქტების წარმოებაში.
Shop in Shop მოდელით მოქმედი ქსელი მომხმარებელს სთავაზობს მეტ კომფორტსა და მრავალფეროვნებას ერთ სივრცეში: „ვაკის“ ხორცპროდუქტების სრულ ასორტიმენტს, „სპარის“ პროდუქციასა და ვაკის ხორცპროდუქტებით ადგილზე დამზადებულ ფრეშ სენდვიჩებსა და ჰოთ-დოგებს.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე:
http://www.vake.ge https://www.facebook.com/vakeproducts
სპარ/ვაკე აცხადებს ვაკანსიას უმცროსი კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.#55/57
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00სთ-17:00სთ
ანაზღაურება: 2500 ლარი
ჩვენ გთავაზობთ:
ფუნქცია-მოვალეობები:
-
გაყიდვების მონაცემების, მარჟებისა და მარაგების კონტროლი
-
ახალი პროდუქტების,ბრენდების მოძიება და შემოტანის პროცესში ჩართულობა
-
პროდუქციის ოპტიმალური ასორტიმენტის შერჩევა და მართვა
-
საქონლის მარაგების კონტროლი და დეფიციტის პრევენცია
-
კონკურენტული პრომო ბადის დაგეგმვაში ჩართულობა, კალენდრის შეთანხმება, პრომო აქტივობებისთვის საჭირო ნაშთებზე პასუხისმგებლობა
-
მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება ფასებსა და პირობებზე
-
სარეკლამო აქტივობების, ფასდაკლებებისა და სეზონური აქციების დაგეგმვა და განხორციელება
-
მონაწილეობის მიღება პროდუქციის ვიზუალურ განლაგებასა და მერჩენდაიზინგში
-
გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა
-
ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
-
იმპორტის ასორტიმენტის ინიცირება და ბრენდების გაყიდვების მართვაში ჩართულობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული თვისებები:
-
უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის მიმართულებით)
-
სამუშაო გამოცდილება რითეილში
-
MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel) ცოდნა
-
ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)
-
კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის უნარები
-
გუნდური მუშაობის უნარი
-
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
-
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
გისურვებთ წარმატებას !